ზემო ლარსზე რუსეთის მხრიდან საქართველოში შესვლას 2500-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი ელოდება
ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან რიგში, დაახლოებით, 2500 მძიმე სატვირთო ავტომობილი დაგროვდა. აქედან ელექტრონულ რიგში 2200 ავტომობილი არის დარეგისტრირებული. ინფორმაციას რუსული “კომერსანტი” ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით საზღვარი 17000-მა ავტომობილმა და 35000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

გამოცემის შეფასებით, მაღალი ტრაფიკის გამო ზემო ლარსზე რიგები რეგულარულად ჩნდება. ყოველდღიურად ჩრდილოეთ

ოსეთში 500-600, საქართველოში კი 300-350 სატვირთო ავტომობილი შედის.

რეკონსტრუქციის შემდეგ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა თითოეულ მიმართულებაზე დღეში 700 სატვირთო ავტომობილამდე გაიზარდა, თუმცა რეალურად 300-ზე ნაკლები გადის. ტურისტული სეზონი დატვირთვას ზრდის და 39 ზოლიდან 28 მსუბუქი ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება საპარკინგო ადგილების გარეშე სატვირთო ავტომობილების შესვლას ზღუდავს. მთავრობა ორი ახალი საპარკინგო ადგილის მშენებლობას გეგმავს, რომელთაგან ერთზე 1000 სატვირთო, მეორეზე კი 500 მსუბუქი ავტომობილის ადგილი იქნება. გამშვებ პუნქტზე ელექტრონული რიგის სისტემა ფუნქციონირებს, რაც ტრანზიტს ამარტივებს.

ცნობისთვის: ზემო ლარსზე ჩრდილო ოსეთის მხრიდან რიგში მიმდინარე წლის იანვარში 2000-ზე მეტი, ივლისში 2500, ხოლო ნოემბერში 980 ავტომობილი იდგა.


წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები