შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2
მოქალაქე - 2005 წელს დაბადებული ჰ.ი. და 1989 წელს დაბადებული ბ.მ.
დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულების
ბარგის შემოწმების შედეგად, ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული
1 კილო და 200 გრამი
ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა" და 91
ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი
სითხე იყო მოთავსებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.