შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
ქართული ოცნების მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ქართულ დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე თურქ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები

და პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებსაც ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათ სამუშაო პროცესსა და ინფრასტრუქტურას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები