შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქე - 1973 წელს დაბადებული
ჯ.ქ. ბათუმში დააკავეს.
მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, თავისუფლების აღკვეთისა და
მუქარის ფაქტებზე წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან
იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.