შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,კირნათის"
დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული
ე.დ. და 1994 წელს დაბადებული ქ.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი
პუნქტის გვერდის ავლით,
საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის
მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ
გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.