ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
SpaceX -ის და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა მსოფლიოში პირველი ტრილიონერის სტატუსის მოპოვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
Forbes-ის ცნობით, მასკმა მორიგი რეკორდი მოხსნა და ხუთშაბათს მისმა ქონებამ 726 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის კი, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, ილონ მასკის ქონება 718.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებაც 600 მლრდ დოლარს შეადგენდა. ხოლო მას შემდეგ კი, რაც კერძო ინვესტორებმა მისი რაკეტების მწარმოებელი კომპანია SpaceX 800

მლრდ დოლარად შეაფასეს, ამერიკელი ბიზნესმენი გახდა პირველი, რომლის ქონებაც 700 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მისი ქონების ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ დელავერის უზენაესმა სასამართლომ აღადგინა Tesla-ს აქციების ოფციონები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ 2024 წელს გააუქმა. აქციების ღირებულება ამჟამად 130 მლრდ დოლარს შეადგენს.

Forbes-სი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილი Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა დაიკავა, რომელმაც ამავდროულად გასული თვის ტოპ-10-ს შორის მესამე ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. მიზეზი Google-ის შვილობილი კომპანია Alphabet-ის აქციები 2%-იანი ვარდნაა. ამან პეიჯის და მისი პარტნიორის, სერგეი ბრინის (მე-5 ადგილი) ქონება 5 მლრდ და 6 მლრდ დოლარით შეამცირა, რომელთა ქონება ამჟამად, შესაბამისად, 257 მლრდ და 237 მლრდ დოლარია.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის Forbes-ს მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ილონ მასკი - 726 მლრდ დოლარი;
  • ლარი პეიჯი - 257 მლრდ დოლარი;
  • ლარი ელისონი - 245 მლრდ დოლარი;
  • ჯეფ ბეზოსი - 242 მლრდ დოლარი;
  • სერგეი ბრინი - 237 მლრდ დოლარი;
  • მარკ ცუკერბერგი - 226 მლრდ დოლარი;
  • ბერნარდ არნო - 195 მლრდ დოლარი;
  • ჯენსენ ჰუანგი - 162 მლრდ დოლარი;
  • უორენ ბაფეტი - 149 მლრდ დოლარი;
  • სტივ ბალმერი - 147 მლრდ დოლარი.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები