გორის ყოფილი მერი და მოქმედი დეპუტატი ამერიკაში იჭიდავებს
გორის ყოფილმა მერმა და “ქართული ოცნების” დეპუტატმა სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტში, ლადო ხინჩეგაშვილმა კონტრაქტი გააფორმა ცნობილ ამერიკულ საჭიდაო ორგანიზაციასთან – RAF.

ეს ინფორმაცია RAF-მა თავად გაავრცელა.

ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში მოსვლამდე წარმატებული მოჭიდავე იყო. მას ოლიმპიური ოქროს და ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული.


გორის ყოფილმა მერმა და “ქართული ოცნების” დეპუტატმა სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტში, ლადო ხინჩეგაშვილმა კონტრაქტი გააფორმა ცნობილ ამერიკულ საჭიდაო ორგანიზაციასთან – RAF. ეს ინფორმაცია RAF-მა თავად გაავრცელა. ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში მოსვლამდე წარმატებული მოჭიდავე იყო. მას ოლიმპიური ოქროს და ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული.


RAF ნიშნავს Real American Freestyle-ს (ნამდვილი ამერიკული თავისუფალი ჭიდაობა) — ეს არის პროფესიონალური ჭიდაობის ლიგა, რომელიც

2025 წელს დაარსდა. ორგანიზაცია დააფუძნეს ჰალკ ჰოგანმა და ერიკ ბიშოფმა, ცნობილ მწვრთნელთან, ისრაელ „იზი“ მარტინესთან ერთად.

მისი მთავარი მიზანია, პროფესიონალური პლატფორმა შეუქმნას ელიტარულ მოჭიდავეებს, რათა მათ შეძლონ მაღალ დონეზე ასპარეზობა და შემოსავლის მიღება.

RAF-ში მატჩები მიმდინარეობს თავისუფალი ჭიდაობის მოდიფიცირებული წესებით ოლიმპიურის მსგავსად. თითოეული შეხვედრა შედგება სამი ორწუთიანი პერიოდისგან. შედეგები წინასწარ განსაზღვრული არ არის. მატჩი შეიძლება დასრულდეს ქულებით, ტექნიკური უპირატესობით (10-ქულიანი სხვაობა) ან წმინდა გამარჯვებით – ბეჭებზე გაკვრით.

ლიგაში მონაწილეობენ ოლიმპიური ჩემპიონები, NCAA-ს (ამერიკის სტუდენტური ლიგა) ლეგენდები და UFC-ის ვარსკვლავები. RAF-თან კონტრაქტი უკვე გააფორმეს ისეთმა ათლეტებმა, როგორებიც არიან აბდულრაშიდ სადულაევი, კაილ დეიკი, ბო ნიკალი და ჰელენ მარულისი.

RAF-ში ასპარეზობს ჰენრი სეხუდო, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი UFC-დან და მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირებით იცნობს. ასევე UFC-ის პარალელურად აქაც უჭიდავია საქართველოში დაბადებულ ცნობილ სომეხ მებრძოლს, არმან ცარუკიანს.

RAF არის პირველი ოლიმპიური სტილის ჭიდაობის ლიგა, რომელმაც ოფიციალურად დაუშვა სპორტული ფსონების მიღება, რაც ორგანიზაციის განცხადებით, მიზნად ისახავს ფართო აუდიტორიის მიზიდვას.

2026 წლიდან ორგანიზაცია ფართოვდება და ყოველკვირეულ ორსაათიან პირდაპირ ეთერებს გეგმავს UFC-ის მსგავსად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები