საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევისთვის გემი „ANNA ROSE“ დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, სენტ-კიტსი და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „ANNA ROSE“ დააკავეს.

გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც სირიის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ე" ქვეპუნქტით.

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 15 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები