შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,
მუქარის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 7 იანვარს,
ი.გ.-ს სოციალურ ქსელში ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის
შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, თ.ხ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში
ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.