20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში
მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის
სახით,
ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა,
გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში -
ზვავსაშიშროება.
ამის შესახებ
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო
აქვეყნებს.დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების,
ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო,
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე
შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია
გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე
საშუალო).