საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის პური ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია.
ამის შესახებ Numbeo-ს განახლებული რეიტინგიდან ირკვევა, რომელიც
500-გრამიანი თეთრი პურის ფასს 103 ქვეყანაში ადარებს.
კერძოდ, Numbeo-ს დათვლებით, აზერბაიჯანში პური 46 ცენტი ღირს და ამ
მონაცემების მიხედვით,103 ქვეყანას შორის 99-ე ადგილს იკავებს.
მეზობელ ქვეყნებში მოწინავე პოზიციას, 74-ე ადგილს იკავებს თურქეთი,
სადაც პური ყველაზე ძვირია. პროდუქტის საფასური თურქეთში
97 ცენტს
შეადგენს.
პურის სიიაფით აზერბაიჯანს საქართველო მოსდევს. საქართველო მოცემულ
რეიტინგში 89-ე ადგილზეა და Numbeo-ს დათვლებით, პური ქვეყანაში 59
ცენტი ღირს.
პროდუქტს იდენტური ფასი აქვს რუსეთსა და სომხეთში, სადაც 500-გრამიანი
თეთრი პურის საფასური 73 ცენტია. რეიტინგში სომხეთი მე-80, რუსეთი კი
81-ე ადგილზეა.
5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც პური ყველაზე ძვირია, ასე
გამოიყურება:
- შვეიცარია - 3.76 დოლარი;
- ამერიკის შეერთებული შტატები - 3.66
დოლარი;
- დანია - 3.56 დოლარი;
- ნორვეგია - 3.46 დოლარი;
- ლუქსემბურგი - 3.21 დოლარი;
5 ქვეყანა კი, სადაც Numbeo-ს მიხედვით, პური ყველაზე იაფია,
ასეთია:
- ალჟირი - 17 ცენტი;
- ტუნისი - 21 ცენტი;
- ლიბია - 28 ცენტი;
- ყაზახეთი - 45 ცენტი;
- აზერბაიჯანი - 46 თეთრი;