„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12
პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს.
გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის
შეუსრულებლობის ფაქტზე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
სწორედ აღნიშნული სასჯელის ვადა ეწურება მას 23 იანვარს.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ვაშაძე ციხიდან 08:00
საათზე გამოვა.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე
სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის
შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის
გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან,
აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.