საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის
სპეციალური რეჟიმები:
ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების
გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა
შეზღუდულია:
- მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე
- კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის კოდა-სოფ.
ალგეთისა და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთებზე
- ნაქერალას უღელტეხილზე
- საჩხერე-რაჭის გზაზე
- ფარცხისი-თეთრიწყაროს გზაზე
- მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზაზე
- ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის
ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე
- ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის
მონაკვეთზე
- ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ჯვარი-უშგულის
მონაკვეთზე
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი
ხილვადობისა და ქარბუქის გამო
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:
- ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე
- ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის
მონაკვეთზე
- კორშა-შატილის მონაკვეთზე
- უშგული-ლასდილის მონაკვეთზე
მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე და
ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.