მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია - როგორია საქართველოს მონაცემები
საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის საშუალო ყოველთვიური ხელფასების სიდიდით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 103 ქვეყანას შორის 77-ე ადგილს იკავებს.

Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი გადასახადების შემდეგ 533 დოლარს შეადგენს. საქართველოზე დაბალი ხელფასი რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანშია.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საშუალო თვიური ხელფასი გადასახადების შემდეგ ასე გამოიყურება:
  • თურქეთი - 1 071 დოლარი (49-ე ადგილი);
  • რუსეთი - 825 დოლარი

    (57-ე ადგილი);
  • სომხეთი - 632 დოლარი (69-ე ადგილი);
  • საქართველო - 533 დოლარი (77-ე ადგილი);
  • აზერბაიჯანი - 460 დოლარი (85-ე ადგილი);
ამასთანავე, Numbeo-ს მონაცემებით, შესწავლილ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი შვეიცარიაშია და 7 283 დოლარს შეადგენს.

რეიტინგში 5 ლიდერი ქვეყანა ასე გამოიყურება:
  • შვეიცარია - 7 283 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 5 395 დოლარი;
  • სინგაპური - 4 557 დოლარი;
  • აშშ - 4 254 დოლარი;
  • დანია - 4 245 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 103 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კუბაშია და თვეში 35 დოლარს შეადგენს. რეიტინგის ბოლო პოზიციები კი შემდეგმა ხუთმა ქვეყანამ დაიკავა:
  • კუბა - 35 დოლარი;
  • ნიგერია - 109 დოლარი;
  • ეგვიპტე - 152 დოლარი;
  • პაკისტანი - 188 დოლარი;
  • ნეპალი - 204 დოლარი.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები