საქართველოდან ფულადი გადარიცხვები 17.5%-ით გაიზარდა. ეროვნული
ბანკის სტატისტიკის მიხედვით,
2025 წლის დეკემბერში უცხოეთში 40.848 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები
განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 34.760 მლნ
დოლარის.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც 2025 წელის დეკემბერში საქართველოდან
ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა, ლიდერია თურქეთი, რომელზეც ფულადი
გზავნილების 17.8% მოდის. სამეულშია აზერბაიჯანი თითქმის, 16%-ით და
რუსეთის ფედერაცია - 13%-ით.
უფრო კონკრეტულად,
ეროვნული ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით,
„ბიზნესპერსნიუსი" გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც 2025 წლის
დეკემბერში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:
- თურქეთი - 7.256 მლნ ლარი
- აზერბაიჯანი - 6.497 მლნ ლარი
- რუსეთის ფედერაცია - 5.107 მლნ ლარი
- უკრაინა - 2.227 მლნ ლარი
- უზბეკეთი - 2.334 მლნ ლარი
- საბერძნეთი - 2.148 მლნ ლარი
- ყაზახეთი - 1.555 მლნ ლარი
- იტალია - 1.333 მლნ ლარი
- აშშ - 1.242 მლნ ლარი
- გერმანია - 1.202 მლნ ლარი
აღსანიშნავია ისიც, რომ სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის დეკემბერში
საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობაც 8.4%-ით გაიზარდა.
კერძოდ, გასულ თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 337.95 მლნ
დოლარის გზავნილები განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი
285.394 მლნ დოლარის.