შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2001 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ო.მ. დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
სამართალდამცველებმა მისი
პირადი ჩხრეკის შედეგად, 20 შეკვრა,
სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ"- ე
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.