შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს
დაბადებული ფ.ა. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს
ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა
ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის
სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მართლსაწინაარმდეგოდ
დაუფლებული ხელჩანთა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.