„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების
დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
შეწყალებულ პირთა სია არ ქვეყნდება, შესაბამისად, უცნობია, ვინ
შეიწყალა ყაველაშვილმა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით
მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება
ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, –
ნათქვამია ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შედარებისთვის, წინა წელს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით
მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა.
დღეს დილიდან
რუსთავისა და გლდანის ციხეებთან იმყოფებიან ჟურნალისტები
და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები. ისინი სინდისის პატიმრების
შესაძლო გათავისუფლებას ელიან. თუმცა „ქართული ოცნების“ წევრი და
სატელიტი დეპუტატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ის ადამიანები უნდა
შეიწყალოს, ვინც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და სინანულს
გამოთქვამს.