„სიღარიბე შეიძლება შემცირდეს, თუ უკიდურესი სიმდიდრე და ძალაუფლება შეიზღუდება“ – Oxfam
„სიღარიბე არ არის ბუნებრივი მოვლენა და არც ადამიანების „სიზარმაცის“ შედეგი, ის არის ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის შედეგი“ - ამის შესახებ საქვემოქმედო ორგანიზაცია Oxfam International თავის უახლეს ანგარიშში აღნიშნავს. ანგარიშის ავტორების პოზიციით, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მდიდრები მუდმივად მდიდრდებიან, ხოლო შედეგად ღარიბებს სულ უფრო ნაკლები შანსი რჩებათ, მდგომარეობის გამოსწორების. ორგანიზაციის ცნობით, მსოფდლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 4.1 მილიარდი ადამიანი,

უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

„გამოდის, რომ სიღარიბე შექმნილა გადაწყვეტილებებით და არა ბედისწერით“ - ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მდიდარი ქვეყნები და კორპორაციები მუდმივად სარგებელს იღებენ, ხოლო ღარიბი ქვეყნები ამის შედეგად რესურსების გარეშე რჩებიან.

„როცა ადამიანები ყოველდღიურ გადარჩენაზე ფიქრობენ, მათ ნაკლები დრო და ძალა რჩებათ. ღარიბთა ხმა პოლიტიკაში თითქმის არ ისმის და გადაწყვეტილებებს ფინანსურად ძლიერი მცირე ჯგუფი იღებს. სიღარიბე ასუსტებს დემოკრატიას. ის შეიძლება შემცირდეს, თუ უკიდურესი სიმდიდრე და ძალაუფლება შეიზღუდება“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

სიტუაციის გამოსასწორებლად Oxfam-ი რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა:
  • მდიდრების სამართლიანი დაბეგვრა;
  • განათლებასა და ჯანდაცვაში ინვესტიცია;
  • შრომითი უფლებების გაძლიერება;
  • საგადასახადო თავშესაფრების წინააღმდეგ ბრძოლა;
  • პოლიტიკაში ფულის გავლენის შემცირება.
ცნობისთვის, ამავე ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 3000-ს, სიმდიდრის დონე ამჟამად ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. კერძოდ კი, მილიარდერების საერთო სიმდიდრე 2025 წელს 2.5 ტრილიონი დოლარით, 18.3 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები