საქართველოში ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 1 გრამი
999-სინჯიანი ძვირფასი ლითონის,
ე.წ. „ბაჯაღლოს“ ღირებულებამ 416 ლარი შეადგინა. რაც შეეხება
სტანდარტული 750-სინჯიან ოქროს, 1 გრამის ფასი 312 ლარია, ხოლო
858-სინჯიანის - 243 ლარი.
გაძვირებულია ვერცხლიც. 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.46 ლარს
შეადგენს, ხოლო 800-სინჯიანი - 6 ლარი ღირს.
ოქრო ძვირდება მსოფლიოშიც. ამ მომენტისთვის 1 უნციის
ფასი 4 706
დოლარს შეადგენს, ხოლო ვერცხლი 93,45 დოლარი ღირს.
BBC-ის ვერსიით, ძვირფასი ლითონის ფასის ზრდა აშშ-ის პრეზიდენტის,
დონალდ ტრამპის მიერ 8 ევროპული ქვეყნის მიმართ 10%-იანი ტარიფის
დაწესება სახელდება, რომლებმაც გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით
თავისი პოზიცია დააფიქსირეს.