გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, დღეს, 20 იანვარს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი წარადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილი საჯარო სექტორში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობზე.

მუშაობდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე; საქართველოს პარლამენტში, ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსად, ასევე შსს-ს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსად.

თამარ

მემანიშვილის დანიშვნამდე ცენტრს ნინო წერეთელი ხელმძღვანელობდა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

მანამდე კი, ე.წ რეორგანიზაციის საფუძველზე გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 40-მდე თანამშრომელი გაუშვეს. ისინი, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ასახელებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას ცენტრში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და მიიჩნეოდნენ კვალიფიციურ თანამშრომლებად.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები