თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტში კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს საზოგადოებრივი კვების ობიექტში – ი.მ. „ააკაშის საკვები“, რომელიც თბილისში, ნუცუბიძის №31-ში მდებარეობს.

სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ინდურ სამზარეულოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კერძოდ, დაფიქსირდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არ იყო დაცული მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები, ხოლო ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა,

ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდონ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 15-01. სააგენტოს განცხადებით, მომხმარებელთა აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს შეუსაბამობების დროულ გამოვლენასა და აღმოფხვრას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები