შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად
განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს:
1987 წელს დაბადებული დ.ო., 1998 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში
ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს
დაბადებული კ.მ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე ჯგუფურად ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ორ პირს — ა.ბ.-ს და
დ.ფ.-ს. ძალადობის განხორციელების
შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან
მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მონაწილე სამივე პირი
მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით
და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,
რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.