შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ.
ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,
1974 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.გ. დააკავეს,
რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო
დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
ჩადენისათვის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
დაკავებულმა ა.გ-მ 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი
უკანონოდ ჯერ
კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა
გამოცხადდებოდა, რაზეც იგი გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო
პროცედურები მიმდინარეობს.