სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან
– „Picot“-თან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო. სააგენტოს
ინფორმაციით,
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროდუქტზე ევროპის კომისიის RASFF-ის
სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება მიღებული არ არის,
სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით შესაბამისი
ღონისძიებები ხორციელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას უწევს კონკრეტული
პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღების პროცესს. საუბარია შემდეგ
პარტიებზე:
Picot 1 – 400 გრამი, პარტიის ნომერი 8000003312;
Picot 1 – 800 გრამი, პარტიის
ნომერი 8000003297;
Picot 2 – 800 გრამი, პარტიის ნომერი 8000003280.
ამასთან, სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ მათ შეძენილი აქვთ
აღნიშნული პარტიებიდან რომელიმე პროდუქტი, არ გამოიყენონ ის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოკვლევა გრძელდება და
დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება.