2025 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით 4 400-მა ბენეფიციარმა ისარგებლა - რა მოცულობის თანხა გაიცა
2025 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით 4 400-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, – ამის შესახებ ირკვევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიური ანგარიშიდან.

დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 4 400 ბენეფიციარზე ჯამურად გაცემულია 800 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი.

„სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწამოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, 2025 წელს 4 400-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 800 მლნ ლარის

ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, თანადაფინანსებამ 200 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 49 900 ბენეფიციარზე გაცემულია 8 მილიარდი ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ 1.3 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა“,
- აღნიშნულია ანგარიშში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები