2-დღიანი კლების შემდეგ, ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება. არსებული
მონაცემებით,
1 უნცია ოქროს ფასი კვლავ ასცდა 5 000-დოლარიან ნიშნულს. GoldPrice-ის
მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის
ღირებულება 5 084 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.60%-ით მატებაზე
მიუთითებს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 90.25
დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 8,43%-ით მომატებული
ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, ოქროსა და ვერცხლის ღირებულება სტაბილურ
მაჩვენებელზეა. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 450
ლარია, 750-სინჯიანი - 338 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი
263 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 9.46
ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.57 ლარად არის
შესაძლებელი.