სებ-მა „თიბისი ბანკი“ ჯამურად 250 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის
შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომერციულ ბანკის ფულადი სანქციები რამდენიმე
დარღვევისთვის დაეკისრა.
კერძოდ, როგორც სებ-ის განმარტებაში ვკითხულობთ, „თიბისი ბანკი“ 250
ათასი ლარით შემდეგი დარღვევებისთვის დაჯარიმდა:
- 4 კლიენტთან მიმართებით, განხორციელებულ ტრანზაქციებთან
დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის
საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების დადგენილ ვადებში
წარუდგენლობის გამო;
- ადგილზე შემოწმების შედეგად წერილობით გაცემული 3
მოთხოვნის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის ფაქტის
გამო;
- 1 კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან
დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის
საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის
გამო;
- 1 კლიენტთან მიმართებით კლიენტის KYC დოკუმენტის
განუახლებლობის გამო;
- 23 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა რისკის
შესაბამისი პრევენციული ზომები;
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 შემთხვევის
გამო;
- 20 შემთხვევაში გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის,
შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის
წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის
დარღვევის გამო (5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის);
- 46 შემთხვევაში „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების
თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 და მეტი სამუშაო დღით
დაგვიანებისათვის);
- 1 შემთხვევაში ბანკის მხრიდან უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის
ანგარიშგებით (2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს
ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის
წარდგენისთვის.