პრემიერ კობახიძის ინიციატივით, კვერცხის მწარმოებელი კომპანიები ფასს 5%-ით ამცირებენ
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა — „სავანეთმა“, „დილამ“, „კოდამ“ და „კუმისმა“ კვერცხის 5%-ით გაიაფების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც მწარმოებლების განცხადებაშია ნათქვამი, ეს ნაბიჯი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას ეფუძნება, რომელიც ქვეყანაში სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებას გულისხმობს.

კომპანიების განმარტებით, ფასის კლება მარჟებთან მიმართებით გარკვეულ ფინანსურ რისკებს შეიცავს, რადგან პროდუქციის ღირებულება პირდაპირაა დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის ფასებზე. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში

ხარჯების ზრდის გამო კვერცხი გაძვირდა, მწარმოებლები აცხადებენ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ სახელმწიფო პოლიტიკას და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანონ.


ასოციაციის წევრები იმედოვნებენ, რომ მთავრობა სავაჭრო ქსელებთანაც (რითეილ სექტორთან) აქტიურად იმუშავებს, რათა მაღაზიებში ფასნამატები შემცირდეს და პროდუქცია მომხმარებლისთვის რეალურად ხელმისაწვდომი გახდეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები