საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.715 მლნ
ადამიანია.
ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს სტატისტიკაში.
2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 27 643 - მა
პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით გაიცა 129.5 მილიონი ლარი.
"იანვრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.5
მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4
მილიარდ ლარს მიაღწია", - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს
განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის
1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა
ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო
საპენსიო სისტემა ვრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების
მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.