ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბანზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში დამონტაჟებული ვიდეოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ადგილობრივმა მკვიდრმა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა 6 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და მის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა.

კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე

შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებაა. რეფორმის ფარგლებში ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს უბრუნდება და იგეგმება ტყის მცველთა რაოდენობის გაზრდა.

მისივე თქმით, მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელებისთვის გათვალისწინებულია სააგენტოს ტექნოლოგიური გადაიარაღება თანამედროვე საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები