მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ
ნიშნულზეა.
GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია
ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 052 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის
0.88%-ით ზრდაზე მიუთითებს, რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1
უნცია 83.45 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 3.41%-ით მომატებული
ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი
460 ლარია,
750-სინჯიანი - 345 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 269 ლარს
შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 9.37
ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.50 ლარად არის
შესაძლებელი.