უკანონო ტყითსარგებლობის 40-ზე მეტი ფაქტი საქართველოში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

მოქალაქეებმა სახელმწიფო ტყის ტერიტორიებიდან უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 40-მდე

ხე-მცენარე. ჯამში ამოღებულია დაახლოებით 8 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი და 57 მრგვალი ხე-ტყე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად განაგრძობს უკანონო ტყითსარგებლობის კონტროლს, რათა ბუნებრივი რესურსები და ეკოსისტემები დაცული იყოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები