რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მორიგი
რაუნდი მომავალ კვირას გაიმართება.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს.
პესკოვის თქმით, მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი და ადგილი დამატებით
გამოცხადდება.
„თუმცა ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრა მომავალ კვირას
გაიმართება,“ – აღნიშნა მან.
კრამატორსკზე იერიშის შედეგად სამი ძმა
დაიღუპა
12 თებერვლის საღამოს, დონეცკის ოლქის
ქალაქ
კრამატორსკზე რუსეთის იერიშის შედეგად სამი ძმა დაიღუპა. მათგან
ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო. ინფორმაცია დონეცკის პროკურატურამ
გაავრცელა.
დარტყმა საცხოვრებელ უბანს მოხვდა. დაიღუპა ორი 19 წლის და ერთი 8
წლის ძმა. დაშავდნენ მათი დედა და ბებია.
13 თებერვლის ღამეს რუსულმა დრონებმა ოდესის ოლქსაც დაარტყეს. დაიღუპა
ერთი ადამიანი, ექვსი კი დაშავდა. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ
კიპერმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, იერიშის სამიზნე იყო ოდესის პორტი, საცხოვრებელი
უბნები, სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ობიექტები
ნიკოლაევის ოლქშიც.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ
სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები
სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ მისი
დარტყმები სამხედრო ობიექტებზეა მიმართული.
წყარო: azadliq.org