გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი
ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე
მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს
გამოიდარებს.
„თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15
თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის
ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +18 +20 გრადუსი დაფიქსირდება, 16
თებერვალს კი +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 14-15 თებერვალს
მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის
ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება, 16
თებერვალს კი +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 14-15 თებერვალს
მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის
ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +15 +17 გრადუსი დაფიქსირდება, 16
თებერვალს კი +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 14-15
თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის
ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება, 16
თებერვალს კი +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. ქართლში (რუსთავი,
ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):14-15 თებერვალს ზოგან
გაწვიმდება, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): 14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16
თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): 14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16
თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 14-15 თებერვალს ზოგან ნალექია
მოსალოდნელი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია
ინფორმაციაში.