ილჰამ ალიევი გერმანიაში გაემგზავრა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

დღეს, 13 თებერვალს, მუშაობა დაიწყო მიუნხენის რიგით 62-ე უსაფრთხოების კონფერენციამ (MSC 2026). აღნიშნულ პლატფორმაზე, სადაც მსოფლიო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილება, წარმოდგენილია:
  • 60 სახელმწიფო და მთავრობის მეთაური;
  • 200-ზე მეტი მინისტრი 120 ქვეყნიდან;
  • 40-ზე მეტი ოფიციალური

    პირი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ "მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიში – 2026"-ში ხაზგასმულია, რომ მსოფლიო და საერთაშორისო ორგანიზაციები საკმაოდ სახიფათო პერიოდში შედიან.

წყარო: azadliq.org
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები