ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის

წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ბათუმში დააკავეს.

დაკავებული ბ.ე. სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები