შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი
დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის
მოქალაქეები. პოლიციამ მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების
ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ განთავსებული
„კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“ და ნარკოტიკული
საშუალების შემცველი 81 აბი,
ასევე ფული და დაფასოებისთვის საჭირო
მასალები.
ერთ-ერთი დაკავებული, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში,
პოლიციელს ავტომანქანით დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,
თუმცა სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც 20
წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.