ვაკე-საბურთალოში ავტომობილების ქურდი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების ქურდობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ვაკე-საბურთალოს რაიონში 5 ავტომობილი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებულის

საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას ქურდობისას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები