ფოთში კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს 100 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციისთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

გემი

საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მხოლოდ საჯარიმო სანქციის გადახდისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის შემდეგ დატოვა.

შავი ზღვის კონვენციური სამმართველო ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს, უკანონო თევზჭერისა და დაბინძურების პრევენციის მიზნით. გასულ 2025 წელს, ინსპექტირებულია 259 გემი, გამოვლინდა 14 დაბინძურების ფაქტი, გარემოსთვის მიყენებული ზიანი ჯამში 49 539 ლარს შეადგენს.

ბოლო წლებში გემების მხრიდან დაბინძურების შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია, რაც დეპარტამენტის გაძლიერებისა და გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები