ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზის გარეშე ალკოჰოლი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ შეინახა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელი „BELUGA“.

ბრალდებული რეალიზაციისთანავე

იქნა დაკავებული.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, დანაშაულში შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6–8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები