ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, მის მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა „Multi Tabak“, „Multi Class“ და „Armenia“ ბრენდების 31 810 კოლოფ სიგარეტს, საერთო საბაზრო ღირებულებით 159

000 ლარზე მეტი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6–8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები