სასაზღვრო პოლიციამ ახალციხეში საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული თ.ქ. და 1997 წელს დაბადებული

ი.ჰ. – დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა.

დაკავებულები საემიგრაციო პროცედურების შემდეგ ქვეყნიდან გაძევებულნი არიან.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები