ღორის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა, ფრინველის
გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია
აღნიშნული.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი
მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის
სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.3%ით
ნაკლებია. 2024 წელს წელს 811.5 ათასი სული იყო.
ამასთან, წელს დაფიქსირებული 760.6 ათასი მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვიდან,
ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 372.4 ათასი
სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.9%-ით
ჩამორჩება.
საქსტატის თანახმად, გასულ წელს ღორის რაოდენობამ 122 ათასი სული
შეადგინა, რაც 11.8%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2024 წილს ბოლოს 138.4 ათასი იყო.
რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას, 2025 წლის ბოლოს 8.7 მლნ ფრთა
შეადგინა, რაც 8.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2024 წლის იგივე პერიოდისთვის 8.047 ერთეულს შეადგენდა.
მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში ჯამურად 10.7 ათასი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი განხორციელდა, 2024 წელს 24.9
ათასი. ამასთან, გასულ წელს ღორის იმპორტმა 191.2 ათასი ერთეული
შედაგინა ,2024 წელს - 183 ათასი. რაც შეეხება ფრინველს, გასულ წელს
7.271 მლნ ფრთა შემოიყვანეს, 2024 წელს 8.029 მლნ.