საქართველოში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა - რა ღირს?
საქართველოში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა - ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. კერძოდ, თუ 2024 წლის მეოთხე კვარტალში ერთეული მსხვილფეხა პირუქტყვის დაკვლის ღირებულება 37 ლარი იყო, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 40 ლარი გახდა. საქსტატის მონაცემებითვე, ღორის დაკვლის საფასური - 33.1 ლარი (30.7 ლარი - 2024 წლის მე-4 კვარტალი), ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.1

ლარი (12.5 ლარი - 2024 წლის მე-4 კვარტალი.

საერთო ჯამში, 2025 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 115 (2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 114 ერთეული) ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.1 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 18.3 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონში, 16.5 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 15.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 9.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.8 პროცენტი - მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.0 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის მე-4 კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 148.6 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 29.1 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 65.8 პროცენტი – ღორი, ხოლო 3.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავსფრინველს) 1.9 პროცენტს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაშისასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3.046 მილიონით ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, სასაკლაოების მიერ 2025 წლის მე-4 კვარტალში 17.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 28.4 პროცენტი მოდიოდამსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.2 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 38.9 პროცენტი –ღორის ხორცზე, 0.4 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9.0 ათას პირს, საიდანაც 53.3 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებშიდასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 969 კაცი შეადგინა.


წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები