3 მარტს “ცეცხლის ჩერშენბე” აღინიშნება
დღეს, 3 მარტს, “ცეცხლის ჩერშენბე” აღინიშნება. “ცეცხლის ჩერშენბე” ნოვრუზ ბაირამის მეორე სამშაბათს აღინიშნება. „ჩერშენბე“ , ანუ სამშაბათი - ასე ჰქვია ტრადიციას, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე აღინიშნება.

ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია. მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყველაზე დიდი დასახლებაა.

ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს,


მიწას და ცეცხლს.


ჩერშენბეს ტრადიცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთს წლების განმავლობაში მივიწყებული ჰქონდა, თუმცა 2019 წლის მარტში ადგილობრივმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ რამდენინე აქტიურ მოქალაქესთან ერთად, საკუთარი კულტურის შენარჩუებისთვის, ტრადიცია აღადგინა და „ცეცხლის ჩერშენბე“ აღნიშნა.

ცეცხლი სითბოს ნიშანია. ეს იმის მანიშნებელია, რომ გაზაფხულის მოსვლით ამინდები თბება. ცეცხლის ჩერსენბეზე ოჯახებში განაკუთრებული კერძი უნდა მომზადდეს. სუფრა ცარიელი არ უნდა იყოს.


კოცონის თაყვანისცემის შესახებ ინფორმაციას დედე გორგუდის წიგნშიც შეხვდებით. კოცონის მიმართ დამოკიდებულებაზე დედე გორგუდის ფილმიც არის გადაღებული. სადაც კარგადაა აღწერილი თუ რას ნიშნავს კოცონის ანთება აზერბაიჯანელებისთვის.

ცეცხლის სამშაბათზე ძველი გამოთქმებიც არსებობს.

„ცეცხლის წყლით ჩაქრობა არ შეიძლება“,
„ცეცხლის სამშაბათზე სუფრას ცარიელს ვერ იტოვებენ“ და სხა.

ამ დღეს სხვადასხვა საჭმელებს ამზადებენ და სუფრაზე ტკბილეულებს დებენ. ეს კი რწმენის მიხედვით ოჯახში ბარაქის და კეთილდღეობის მომტანი იქნება.

ამ დღეს ყველა ოჯახი ეზოში კოცონს ანთებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები