გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა
და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
ინფორმაციის თანახმად, სოფელ ზოტში
მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში
დამონტაჟებული ჰქონდა ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი
დანადგარი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის
უწყებაში.