შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ნარკოტიკული
საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების
ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ.
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნ.კ.-ს
დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდა
სპეციალური სათბური,
სადაც ნარკოტიკული მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს 11 ძირი კანაფი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.