სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის
ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში,
ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
ფიზიკური პირი რ. ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში,
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით და ვეტერინარული
ზედამხედველობის გარეშე ახდენდა საქონლის დაკვლას და დამუშავებას.
ინსპექტორებმა დიდი რაოდენობით – 11 მსხვილფეხა პირუტყვის –
სარეალიზაციოდ განკუთვნილი ხორცი ამოიღეს. ფიზიკური პირი დაჯარიმდა,
მავნედ მიჩნეული სურსათი კანონმდებლობის შესაბამისად
განადგურდება.
ვეტერინარული
ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა ზრდის ზოონოზური
დაავადებების, როგორიცაა ჯილეხი და ბრუცელოზი, გავრცელების რისკებს და
საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფიზიკურ პირებს, არ ატარონ
ცხოველთა დაკვლა კუსტარულ სასაკლაოებში და დაიცვან
სანიტარიულ-ჰიგიენური წესები.