საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ
კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31
დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინიატრო ავრცელებს.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი
მოქალაქეებისაზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის
ეროვნული კონცეფციისწარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში
მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ,გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო
მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლოსაზოგადოებისთვის. მშობელთა
უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და
ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ
პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები,“ –
განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრმა გივი მიქანაძემ.
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია.
გარეკანის ფოტო: არქივი